ალეპოს სოლიდარობის ნიშნად დღეს აიფელის კოშკზე განათება გაითიშება

ეიფელის კოშკის ილუმინაცია დღეს, 14 დეკემბერს გაითიშება სირიის ქალაქ ალეპოსადმი სიმბოლური სოლიდარობის ნიშნად – ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის მერმა ან იდალგომ “ტვიტერის” საკუთარ ბლოგზე დაწერა. ეიფელის კოშკი გაითიშება ადგილობრივი დროით 20.00 საათზე (თბილისი დროით 23.00 საათი). “ამ სიმბოლური აქციით მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების მიპყრობა გვსურს, რომ მათ ვუთხრათ, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებების მიღება” – დაწერა მერმა.
დღესვე აშშ-ს ელჩმა გაეროში სამანტა პაუერმა დამასკოს და მოსკოვს ჰუმანიტარული დანაშაულებების ჩადენაში დასდო ბრალი.

ალეპოში 2000-მდე ბოევიკია გამაგრებული ქალაქის 2%-ში, დანარჩენი 98%-ს სირიის არმია აკონტროლებს.

banner
წინა სტატიაშიასადი აშშ-ს “ისლამური სახელმწიფოს” დადახმარებაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიაზუგდიდელი „ნაციონალები“ ერთმანეთს საქმეს „ფეისბუქში“ ურჩევენ