ზუგდიდელი „ნაციონალები“ ერთმანეთს საქმეს „ფეისბუქში“ ურჩევენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 14, 2016 20:46

ზუგდიდელი „ნაციონალები“ ერთმანეთს საქმეს „ფეისბუქში“ ურჩევენ

დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ რაიონულ ორგანიზაციებშიც დაიწყო და „ნაციონალები“ ერთმანეთს საქმეს უკვე საჯაროდ ურჩევენ. ამის ნათელი მაგალითია ზუგდიდის საკრებულოს წევრების – ანა წითლიძისა და ბათლომე შელიას ურთიერთობა.
„ბათუკა, შენ რა დაგიშავა მიშამ, „დემოკრატიის სახელით“ რომ დედას აგინებ? ან რატომ რეკავ კოორდინატორებთან და ეუბნები, რომ „საღად მოაზროვნე“ თუ ხარ, ბოკერიას უნდა დაუჭირო, თურმე, მხარი?“ – ასე მიმართავს „ფეისბუქში“ ანა წითლიძე ბათლომე შელიას.
„რას შეგპირდნენ, ბათუკა, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, ქებურია რომ გაგიწევს პატრონაჟს და სიის პირველი ნომერი იქნები და ფრაქციის თავმჯდომარე, ამის იმედი გაქვს? ამისთვის აკეთებ ამას? დიდი ხანია, თავს ვიკავებ, ხედავ და რასაც დამენია და გუნავა არ აკეთებენ, შენ რატომ იღებ შენს თავზე?! ვისი სახელით აკეთებ ამას, გუნავასი, დამენიასი თუ საკუთარი? მიშას დედის გინება „დემოკრატიის რომელი ნაწილია“, ბათუკა?!“ – წერს ანა წითლიძე.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 14, 2016 20:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics