ასადი აშშ-ს “ისლამური სახელმწიფოს” დადახმარებაში სდებს ბრალს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ვაშინგტონს პალმირაში “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკების დახმარებაში სდებს ბრალს – შესაბამისი განცხადება ასადმა რუსულ არხთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
“პალმირაზე “ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმა, რომლებმაც ათობით კილომეტრი სხვანაირად შეიარაღებულებმა გაიარეს, ანუ, ისეთი შეიარაღებით, რომელიც მათ მანამდე არ ჰქონიათ, იმაზე მოწმობს, რომ ზოგიერთი სახელმწიფოები ტერორისტებს პირდაპირ ეხმარებიან და არა იმაზე, რომ ტერორისტები უბრალოდ მოსულიდან გამოვიდნენ და პალმირაში მივიდნენ” – განაცხადა ასადმა. მისი თქმით, მას ამერიკელებთან ბევრი შეკითხვა აქვს, პირველ ყოვლისა კი, მისი თქმით, გაურკვეველია რატომ დართო აშშ-მ ტერორისტებს მძიმე ტექნიკისა და არტილერიის პალმირაში გადასროლა.
ასადის თქმით, “სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი ტერორისტი რაკადან და დეირ-ზე-ზორადან ამერიკელების პირდაპირი მხარდაჭერით მოვიდა, უკეთეს შემთხვევაში, კი, ისე, რომ ამერიკელებმა ამის შესახებ იცოდნენ და თვალი დახუჭეს და ამით თურქეთს, კატარს და საუდის არაბეთს დაუთმეს ეს მისია. ამასთანავე კი, ისინი “ისლამურ სახელმწიფოს” აფინანსებენ” – თქვა სირიის პრეზიენტმა დღეს “რასსია 24”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიForbes-მა პუტინი მეოთხედ აღიარა ყველაზე გავლენიან ადამიანად
შემდეგი სტატიაალეპოს სოლიდარობის ნიშნად დღეს აიფელის კოშკზე განათება გაითიშება