ალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა

ალეკო ელისაშვილის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში 4 საათი გაგრძელდა. თბილისის საკრებულოს დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ეკა ბესელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო დაიბარეს.

დეპუტატის თქმით, ერთ-ერთი პატიმრის განცხადებით ელისაშვილი შეწყალების სანაცვლოდ ქრთამს ითხოვდა.

თავის მხრივ, დეპუტატმა პრეტენზიები გამოთქვა საგამოძიებო უწყების მიმართ, რომელიც მისი თქმით, აჭიანურებს მის მობილურ ტელეფონში დაცული ტექსტური შეტყობინებების საქმის გამოძიებას.

“ორი დასკვნაა, სამხარაულის ექსპერტიზის და შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომ ტელეფონშიო ჩვენ რა პროგრამული საშუალებებიც გვაქვს, ვერაფერს აღვადგენთო. ვერც ზარებსო, ვერც ეს-ემ-ეს-ებსო, ვერც კონტაქტებს და ვერაფერსო და აბა რა ვქნათო. 3 თვე ელოდებოდნენ ამის სათქმელად. არადა ეს პასუხები და დასკვნები არის დაწერილი იანვარში. მეორე საქმეზე დარწმუნებული ვარ მიხვდნენ იმდენად უხერხულში არიან ბესელიას გაგზავნილ ამ წერილზე, იცნობთო და არ ვიცნობ-მეთქი და კარგითო”, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშპს სტუდია მაესტრო რამდენიმე სამსახურმა და გადაცემამ დატოვა
შემდეგი სტატია„ამ კადრების გამავრცელებელს მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა”