„ამ კადრების გამავრცელებელს მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა”

news
ავტ.: news მარტი 14, 2016 16:18

„ამ კადრების გამავრცელებელს მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა”

მნიშვნელოვანი

  • პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტებზე საპარლამენტო ოპოზიციაში მკაცრ შეფასებებს აკეთებენ და განმარტავენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია უმოკლეს ვადებში გახსნას საქმე და დასაჯოს დამნაშავეები.

სხვა სტატიები

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტებზე საპარლამენტო ოპოზიციაში მკაცრ შეფასებებს აკეთებენ და განმარტავენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია უმოკლეს ვადებში გახსნას საქმე და დასაჯოს დამნაშავეები.

„ის რა მარაზმშიც დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება, მუშაობა ეს წარმოუდგენელია, აუხსნელია თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის ისევე როგორც საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით თუ რა ტიპის ქვეყანას ვაშენებთ სახელმწიფო ვართ და გვაქვს სახელმწიფოებრიობის განცდა თუ არა,“-აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი და აცხადებს, რომ აღნიშნული კადრების გავრცელება რუსეთის ინტერესებში შედის.

„ამ კადრების გამავრცელებელს მიზნად აქვს დასახული ქვეყანაში სიტუაციის არევა, დესტაბილიზაცია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა, ამის მცდელობებიც წინა წლებშიც არაერთხელ იყო. დღეს ეს ყველაფერი მოდის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებიდან. ყველა პოლიტიკური ძალა, ხელისუფლებაც უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ არ აღმოვჩნდეთ ამ მიზნის მისაღწევად იარაღად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ხელში,“-აცხადებს პავლე კუბლაშვილი.

news
ავტ.: news მარტი 14, 2016 16:18