შპს სტუდია მაესტრო რამდენიმე სამსახურმა და გადაცემამ დატოვა

„მაესტროს“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

შპს სტუდია მაესტროს ფინანსურმა დირექტორმა თემურ გაჩეჩილაძემ, ბუღალტერიის და მარკეტინგის თანამშრომლებმა თანამდებობები დატოვეს.

რუსთავი 2-ის ინფომრაციით, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებები დაწერეს, შპს “სტუდია მაესტროს” იურიდიულმა, მარკეტინგისა და გახმოვანების სამსახურებმა, ფინანსურმა დირექტორმა, ბუღალტერიამ, გადაცემებმა: “1 წუთი” , “ბიზნეს კონტაქტი”, “საქმიანი დილა” და “SWOT ანალიზი”.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს თბილისში “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტიც ჩამოდის და თანამშრომლების სრულ შემადგენლობასთან თათბირი იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი სოსო ჯაჭვლიანს პასუხობს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილის დაკითხვა დასრულდა