ალეკო ელისაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ გამოცხადებულ სიკვდილის ქალაქში

ალეკო ელისაშვილ

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს დავით ნარმანიას ადამიანურად ურჩევს, თანამდებობიდან წავიდეს.

ელისაშვილი დედაქალაქში ონკოლოგიური დაავადებების გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი სწორედ დედაქალაქში არსებული დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოა.

„ჩვენ ვცხოვრობთ გამოცხადებულ სიკვდილის ქალაქში. იმისთვის, რომ ჯანსაღ გარემოში და დიდხანს ვიცხოვროთ, საჭიროა გამწვანება. “ქართული ოცნების” ხალხი ჩემზე მეტად აგრესიულად არიან ნარმანიას მიმართ განწყობილები და ჩემზე მეტად არიან აღშფოთებული. უბრალოდ სოლოლაკიდან ელოდებიან სიგნალს, მათაც ერთი სული აქვთ ყველამ ხელი მოაწეროს მერის იმპიჩმენტის საკითხს და ნარმანია წავიდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი “რუსთავი 2”-ის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიმელია: ივანიშვილს რომ ნარმანიას გადადგომა უნდოდეს, ერთი გადარეკვა საკმარისია
შემდეგი სტატიათუ ნარმანია გადაწყვეტილებას არ ღებულობს, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას, ისიც უარესი უნიათო ყოფილა მასზე