თუ ნარმანია გადაწყვეტილებას არ ღებულობს, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას, ისიც უარესი უნიათო ყოფილა მასზე

თუ ნარმანია გადაწყვეტილებას არ ღებულობს, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას, ისიც უარესი უნიათო ყოფილა მასზე

CINCABADZ“გაერთიანებული დემოკრატების” წევრი თამარ ცინცაბაძე თბილისის მერის დავით ნარმანიას პასუხისმგებლობის დაყენებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერი ყოველთვის გაურბის საკრებულოს წევრების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას.

თამარ ცინცაბაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია და მოქალაქეები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ, რომ გარკვეულ საკთხებზე რეაგირება ჰქონდეს ხელისუფლებას.

„მნიშვნელობა აქვს მოსახლეობისათვის ვინ ღებულობს გადაწყვეტილებას, თუ ნარმანია გადაწყვეტილებას არ ღებულობს, ვინც ღებულობს გადაწყვეტილებას, ისიც უარესი უნიათო ყოფილა მასზე. მთლიანად ოცნება გამოდგა უნიათო,“ – განაცხადა თამარ ცინცაბაძე “რუსთავი 2”-ის ეთერში.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის განხორციელებისათვის ოპოზიციას საკრებულოში ხმები არ ყოფნის და საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს ტყუილი მოლოდინი.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ გამოცხადებულ სიკვდილის ქალაქში
შემდეგი სტატიაჩვენ დედაქალაქის მერის გადადგომა უნდა მოვითხოვოთ