მელია: ივანიშვილს რომ ნარმანიას გადადგომა უნდოდეს, ერთი გადარეკვა საკმარისია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას აკრიტიკებს, თუმცა აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ 8 ოქტომბერს ივანიშვილი გადავა ოპოზიციაში.

“დავით ნარმანია პოლიტიკური ლიდერია დედაქალაქში, მასზე ბიძინა ივანიშვილი დიდ იმედებს ამყარებს ახლაც. დავით ნარმანიაზე მისი თანაგუნდელები ვერ საუბრობენ, ჟურნალისტების კითხვებს ვერ პასუხობენ, იმიტომ, რომ ეშინიათ ივანიშვილის, ვაი თუ არ მოეწონოს ივანიშვილს მათი პასუხი. ივანიშვილს რომ უნდოდეს, დავით ნარმანიას თანამდებობიდან გაშვება, ამისათვის მისგან ერთი გადარეკვაც საკმარისი იქნებოდა. მაგრამ, ასეთი ადამიანი მისთვის მისაღებია, რადგან რასაც უნდა იმას აკეთებინებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ქალ პოლიციელებს ხიჯაბის ტარების უფლება დართეს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ჩვენ ვცხოვრობთ გამოცხადებულ სიკვდილის ქალაქში