,,ეს სცდება ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებას, ეს არის ადამიანების მსხვერპლად შეწირვა”

,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია, ე.წ. კაბელების საქმეზე კვლავინდებურად აცხადებს, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა.

ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ გადაცემა ,,არჩევანში”. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხელისუფლების წარმომადგენლები გააკრიტიკა და მათ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის „გამპრავებელი“ უწოდა.

„ყველანაირ წითელ ხაზს გასცდა ივანიშვილის ნაბიჯები. დღეს ეს არ უნდა გავუტაროთ ივანიშვილს, რათა მივიღოთ სამართლიანი სასამართლო. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ამ ყველაფრის არქიტექტორი დღეს არსებული მორჩილი ხელისუფლებაა, რომელიც ვერაფერში ეწინააღმდეგება და ,,უპრავებს” იმას, რასაც აკეთებს ივანიშვილი,“ – განაცხადა ,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა და იქვე დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკური დაპირისპირების შედეგად დადგა.

„ეს არის პოლიტიკური ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ეს სცდება ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებას. ეს არის უსამართლოდ ხუთი უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლად შეწირვა,“ – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაში,,მე დღესვე მზად ვარ, წავიდე ციხეში”
შემდეგი სტატია(+video)გოგუაძის სკანდალური განცხადება: ივანიშვილი ალასანიაზე მასალებს აგროვებდა