,,მე დღესვე მზად ვარ, წავიდე ციხეში”

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, მზად არის, თავად აგოს პასუხი და თავად მოიხადოს სასჯელი, რადგან მიიჩნევს, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილი მას ებრძვის.

ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა და ივანიშვილს პირდაპირ ეთერით მიმართა.

„მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, მე დამაკავოს, თუ მას უნდა, რომ მე ვაგო პასუხი იმ პოლიტიკური, მასთან შეუთანხმებელი ნაბიჯებისთვის. თუ მას უნდა, რომ ჩემზე იყაროს ჯავრი, მე დღესვე მზად ვარ, წავიდე ციხეში. ის ვერ ბედავს ასეთი ნაბიჯის გადადგმას და მსხვერპლად შეsწირა უდანაშაულო ადამიანები. მე მას გამოწვევაში ვიწვევ,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

https://youtu.be/hY21LXEFaXc

banner
წინა სტატიაში„სტუდენტური დღეები 2016“
შემდეგი სტატია,,ეს სცდება ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებას, ეს არის ადამიანების მსხვერპლად შეწირვა”