(+video)გოგუაძის სკანდალური განცხადება: ივანიშვილი ალასანიაზე მასალებს აგროვებდა

პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ნინო გოგუაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კოალიციიდან ჩამოშორების მიზნით ირაკლი ალასანიაზე მასალებს აგროვებდა.
შესაბამისი შინაარსის განცხადება ნინო გოგუაძემ თოქ-შოუ ,,არჩევანის” ეთერში გააკეთა.

,,დღესაც იგივე ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს, რაც ჰქონდა 2 წლის და 4 წლის წინ. ზუსტად იანვარში მე მასთან მქონდა ლაპარაკი და ზუსტად ვიცოდი, რომ ირაკლი ალასანიაზე იგი აგროვებდა მასალას, რომ როგორმე ჩამოეშორებინა. დიახ, მე მისი პირადი მტერი ვარ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა პირადად ჩაიდინა ეს უსამართლობა. საქართველოს ჯარისკაცები ჩასვა ციხეში პირადი მოტივების და პირადი შურისძიების გამო,“ – განაცხადა გოგუაძემ.
მისივე მტკიცებით ყოფილ პრემიერს თავდაცვის მაშინდელ მინისტრზე არაერთი ჭორი ჰქონდა მოფიქრებული, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების შესახებაც.

„ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა უამრავი ჭორი შეგროვებული და აბრალებდა ირაკლი ალასანიას, რომ, თითქოს, თავდაცვის მინისტრ ალასანიას უნდოდა ირაკლი ღარიბაშვილის მოიხსნა და სხვა ადამიანის დანიშვნა და ბევრი რაღაც ჭორი. იმდენად მონდომებული იყო ირაკლის დისკრედიტაციისათვის, რომ უამრავი ჭორი და სისულელე მითხრა,“ – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

https://youtu.be/ENwZadVD14c

banner
წინა სტატიაში,,ეს სცდება ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებას, ეს არის ადამიანების მსხვერპლად შეწირვა”
შემდეგი სტატია,თბილისში ის სიმახინჯეები აღარ იქნება, რაც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო”