“ალაგმონ საკუთარი პარტიული აქტივისტები” – დავით ბერძენიშვილი კახა კალაძეს მიმართავს

ხარაგაულში რესპუბლიკურ პარტიაზე შეტევაში პარტიის პოლიტიკური მდივანი დავით ბერძენიშვილი ქართულ ოცნებას ადანაშაულებს. ის უშუალოდ კახა კალაძეს მიმართავს და მოუწოდებს მმართელ პარტიას”ალაგმონ მსგავსი ქმედებები.”

“მე, როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი, მივმართავ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს კახი კალაძეს, ალაგმონ საკუთარი პარტიული აქტივისტების უგვანი საქციელი, უკანონო საქციელი, ვერ გადააყენეს მათ ინგა მაღრაძე, რომელიც არის ძალიან კარგი საკრებულოს თავმჯდომარე და რაკი ვერ გადააყენეს, სამი თვე ხელს ვერ მოკიდებენ კანონის შესაბამისად. დაკმაყოფილდნენ იმით, რომ მორიგი წაგებული თამაში გამოუვიდა ქართულ ოცნებას. შეშინდა ქართული ოცნება. ჯერ ხარაგაულში შეშინდა, შეშინდება მთელ საქართველოშიც“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტრისტან წითელაშვილს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს
შემდეგი სტატიარუსეთი “ისლამური სახელმწიფოს” მუქარას ჯიჰადის მოწყობაზე პასუხობს