ტრისტან წითელაშვილს რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს

ტრისტან წითელაშვილი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს. პოლკოვნიკის იურისტებმა უკვე დაიწყეს მუშაობა სარჩელზე. წითელაშვილი განმარტავს, რომ ინფორმაცია არასწორად იყო მიწოდებული. დღეს წითელაშვილმა განმარტა, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა სამხედრო ბაზაზე, თუმცა როგორც წითელაშვილი ამბობს, ეს არ არის საიდუმლო სამხედრო ბაზა. მისივე თქმით, მას უშუალო კონტაქტი მაშინდელი გენ ინსპექციის ხელმძღვანელ სოსო ხორბალაძესთან ჰქონდა და ბაზაზე სწორედ მისი დახმარებით მოხვდა. მისი თქმით, მას პირდაპირი კონტაქტი თავდაცვის მაშინდელ მინისტრ მინდია ჯანელიძესთან არ ჰქონია. რაც შეეხება გოდერძი ორმოცაძეს, ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, ორმოცაძე არ იყო ისეთი რანგის თანამდებობის პირი, რომ ის უშუალოდ ყოფილიყო ჩარეული.

„სამხედრო გასაიდუმლოებული ბაზა ეს არ არის. ეს რის ჩვეულებრივი ობიექტი, რომელ ობიექტზეც მუშაობდა ტენდერზე გამარჯვებული სხვადასხვა კომპანიები. მინდია ჯანელიძესთან გენ ინსპექციის საშუალებით მქონდა მე კომუნიკაცია. გენ ინსპექციას ვაძლევდი ინფორმაციას, ვაძლევდი დოკუმენტებს და ბუნებრივია გენ ინსპექციის ხელმძღვანელობა ამის შესახებ ახსენებდა თავდაცვის მინისტრს და არა მე პირდაპირ ვხდებოდი თავდაცვის მინისტრს, არა. რაც შეეხება ორმოცაძეს, ის იყო გენ ინსპექციის რიგითი ინსპექტორი და მას არანაირი ბერკეტები არ ჰქონდა , რომ მას ჩემთვის მოეცა დაშვება, რომელიმე სამხედრო ობიექტზე. კიდევ ვიმეორებ, იქ არ იყო დაშვება საჭირო, სიტყვიერი შეთანხმება იყო და ხორბალაძის, რომ ჩვენ შეგვემოწმებინა გადამალული მოპარული საინჟინრო ტექნიკა, რომელიც თელეთის მთაზე ჰქონდა მოპარული კალანდაძეს,“-განაცხადა წითელაშვილმა.
რაც შეეხება გოდერძი ორმოცაძეს, რომელიც იმ დროისთვის გენ ინსპექციის თანამშრომელი იყო, ახლა დელტას თანამშრომელია. თუმცა ის დღეს კომპანიაში არ იმყოფებოდა. გავრცელებულ ინფორმაციაზე მან სატელეფონო კომენტარი გააკეთა. ორმოცაძის თქმით, მომხდარზე გამოძიება შესაბამისმა სამსახურებმა უნდა აწარმოონ. „მაგისთვის არსებობს სპეციალური სამსახურები, მოიკვლევენ მაგ მასალებს და იქნებით ინფორმირებული თქვენც,“-განაცხადა ორმოცაძემ.

გიგი კალანდაძის მიერ პოსტკრიპტუმთან გაკეთებულ განცხადებაზე, პროკურატურას ჯერჯერობით გამოძიება არ დაუწყია. ასევე უცნობია შეიკრიბება თუ არა პარლამენტში ნდობის ჯგუფი, მომხდარზე განცხადება ამ დრომდე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაში( video) ჩამოგდებული რუსული Ми-8-ს ვიდეო გამოაქვეყნეს
შემდეგი სტატია“ალაგმონ საკუთარი პარტიული აქტივისტები” – დავით ბერძენიშვილი კახა კალაძეს მიმართავს