“ახლოს, ვიდრე ოდესმე” – ვილნიუსის მერმა საქართველოს მოქალაქეებს სიურპრიზი მოუწყო

ვილნიუსი საქართველოს ვიზალიბერალიზაციას განსაკუთრებულად ეხმიანება. ლიტვის დედაქალაქში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს ინგლისურ-ქართული ბანერით ხვდებიან – “ახლოს, ვიდრე ოდესმე” , – ვკითხულობთ ქალაქში გაკრულ ბანერზე.

ქალაქის მერი, რემიგიუს შიმაშიუსი სოციალურ ქსელ ფეისბუქში შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს:

“გუშინ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა და ქართველებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ევროკავშირში მოგზაურობა. მალე ვილნიუსის აეროპორტში ქუთაისიდან მგზავრები ჩამოვლენ, სადაც მათ სიურპრიზი ელით. საქართველო – ისე ახლოს, როგორც არასდროს!”, – წერს ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი.

banner
წინა სტატიაშისექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას და საჯარო სივრცეში – ომბუდსმენის რეკომენდაცია
შემდეგი სტატიაბერილინის ტერაქტში დაშავებულებს 600 ათას ევროზე მეტი გადაუხადეს