,, ახლა „ქართული ოცნების“ სიმარტოვე მეტად გაძლიერდა”-ლევან გოგიჩაიშვილი

ძალიან სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, რომელმაც უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები და შერჩება თუ არა ქვეყანას დემოკრატია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

მისი შეფასებით, ყველა დეპუტატი, რომელიც ამ გადაწყვეტილების მონაწილე იქნება, თანაბრად გაინაწილებს მომავალზე აღებულ პასუხისმგებლობას.

„მინდა, ჩემს მეგობრებს, ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს, მაგრამ კოლეგებს მივმართო. უმრავლესობის წევრი რომ ვიყავი, ერთხელ ამ ტრიბუნაზე ვთქვი, რომ დღეს ჩვენ ვართ მარტო, აბსოლუტურად. ახლა „ქართული ოცნების“ სიმარტოვე მეტად გაძლიერდა. საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ვიყავით მარტო, სხვადასხვა კანონების დროს ვიყავით მარტო, ამ კანონპროექტის მიღების დროს ხართ მარტო. თქვენი დაძახებულივენეციის კომისია ჩამოიყვანეთ, იფიქრეთ, რაღაც გამოვიდოდათ და დაგიწერესრეკომენდაცია, რომელიც ვფიქრობ, ყველაფერზე პასუხია. არის პასუხი იმისა, რომ არა თუ არ იცის, არამედ ის, ვინც გეგმავს საერთოდ პოლიტიკის აზრზე არ არის“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ამ საკითხში „ქართული ოცნება“ არის მარტო და მათ მხარეს არავინაა.

„ორი წელია ადამიანი ვერ გაიზარდა სკამზე, სადაც გამოცდილი პოლიტიკოსები უნდა ისხდნენ. ჩავარდნილია ეს პროცესი, მარტო ხართ, არავინ თქვენ მხარეს აღარ არის, ელექტორატშიც იმედგაცრუებაა. რის გამო აკეთებთ ამას, მივმართავ ადამიანებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის ეს მემკვიდრეობა. გინდათ მხარი დაუჭიროთ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი მეგობრები უდანაშაულოდ ჩაყარა ციხეში, ზოგი გააუბედურა, ზოგს ცხოვრება წაართვა და იმის გამო, რომ უბრალოდ ვიღაც გთხოვთ ამის გაკეთებას, საკუთარ პრინციპებზე უარი უნდა თქვათ? არ გამოვა ეს ამბავი. ვისაც არ გაქვთ პოლიტიკური გამოცდილება და შეგრძნებები, გეუბნებით, ვისაც გამოცდილებაც მაქვს, შეგრძნებებიც და ბევრი მაქვს ნანახი, გამორიცხულია ამ ქვეყანაში მურუსიძე და ჩინჩალაძე გავიდეს და ასეთ ადამიანებს ჩაბარდეთ სასამართლო უვადოდ“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ აღნიშნული რეალობა არ დადგეს.

banner
წინა სტატიაში,, ეს ის პოლიტიკური საფლავია, სადაც ივანიშვილს ჩაწოლა აუცილებლად მოუწევს”-ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის დირექტორობიდან გადაყენება ძალიან საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს