,, ეს ის პოლიტიკური საფლავია, სადაც ივანიშვილს ჩაწოლა აუცილებლად მოუწევს”-ელენე ხოშტარია

ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ნათია კაპანაძის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან გადაყენების სახით, საზოგადოების თვალწინ კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა, რომ თავისუფლების კუნძული ჩაეხშოთ.

როგორც ჟურნალისტებს ხოშტარიამ განუცხადა, აჭარის ტელევიზია თავისი ობიექტურობით საერთაშორისო შეფასებაში მოხვდა, მათ შორის, ბოლო დასკვნაში.

„მიმდინარე პროცესზე ეუთო-მ და ამერიკის ელჩმა გამაფრთხილებელი განცხადებები გააკეთეს. ძალიან ცალსახა საზოგადოებრივი აზრია, რომ ნათია კაპანაძეს, როგორც მიუკერძოებელ და ღირსეულ დირექტორს, ყველა მხარს უჭერს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს კომფორტის ზონის შექმნა უნდა. თუ მას ჰგონია, რომ კომფორტს ასეთი პატარა სპეცოპერაციებით შეძლებს, ძალიან მწარედ სცდება. ეს ის პოლიტიკური საფლავია, სადაც ჩაწოლა აუცილებლად მოუწევს”, – განაცხადა ხოშტარიამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი შს მინისტრს ოპონენტების დევნაში და არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია,, ახლა „ქართული ოცნების“ სიმარტოვე მეტად გაძლიერდა”-ლევან გოგიჩაიშვილი