,,ახლა პროკურატურაში სიარულის დროა”- ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ხელსაყრელი პირობებით გაცვლა არა ერთ კითხვას ბადებს სავარაუდო კორუფციის შესახებ და დედაქალაქის მერი საკრებულოს სხდომაზე უნდა მივიდეს. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ნარმანია არა საკრებულოში, არამედ პროკურატურაში უნდა დაიბარონ.

„ნარმანიამ უნდა იაროს არა საკრებულოს, არამედ უკვე იმდენ კორუფციაშია ჩაფლულია ყელამდე, რომ მისი სასიარულო ადგილი არის პროკურატურა, შემდეგ პროკურატურამ სასამართლოში უნდა წაიყვანოს ნარმანია და კიდევ სხვა დაწესებულებაში. ამდენად, ლოგიკურია, რომ საკრებულოში დავიბაროთ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, პროკურატურაში სიარულის დროა,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი შეისყიდის მიწებს გაცილებით იაფად” – ახალი ჩანაწერი კონსტიტუციაში
შემდეგი სტატიაარსებობს თუ არა სხვა კადრები?- “ჩვენ ვითხოვდით კადრებს და არ გადმოგვეცა”- ადვოკატი