“ივანიშვილი შეისყიდის მიწებს გაცილებით იაფად” – ახალი ჩანაწერი კონსტიტუციაში

კონსტიტუციას მიწის გასხვისების შესახებ ჩანაწერი დაემატება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე პირები ქვეყნის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო მიწებს ვერ იყიდიან.
გადაწყვეტილება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხოდმაზე მიიღეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია საკანონმდებლო შეზღუდვის კონკრეტული ფორმულირება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მიწის გასხვისების საკითხი მოსახლეობას აწუხებს და ხელისუფლებას ამ წუხილის გათვალისწინების ვალდებულება აქვს. საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის აღნიშნილ ინიციატივას რუსულ ნარატივს უკავშირებს.

„თუ არის გარკვეული რეგულირება ამ კუთხით საჭირო, ამისთვის საკმარისია ორგანული კანონი. კონსტიტუციის დონეზე რაღაც საკითხების აყვანა, იგივე მიწის საკითხი იქნება თუ ქორწინების საკითხი იქნება და რაღაც სხვა, ეს არის პირდაპირ რუსული ზეგავლენის ერთ-ერთ გამოხატულება,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

რუსულ პროპაგანდას უკავშირებენ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივას ევროპული საქართველოს წევრებიც.

„რუსული საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც ებრძვის კერძო საკუთრებას და რომელიც მოუტანს ქვეყანას იმას, რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილი შეისყიდის მიწებს გაცილებით იაფად და სამაგიეროდ ქვეყანა გაღარიბდება. წართმეული მიწები არის რუსების მიერ ოკუპირებული მიწები,“-განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში ბრიფინგი დაინიშნა
შემდეგი სტატია,,ახლა პროკურატურაში სიარულის დროა”- ელისაშვილი