არსებობს თუ არა სხვა კადრები?- “ჩვენ ვითხოვდით კადრებს და არ გადმოგვეცა”- ადვოკატი

ოთარ ფარცხალაძის ადვოკატისთვის უცნობია, არსებობს თუ არა სხვა ჩანაწერები, რომელიც ფარცხალაძე-თორდიას დაპირისპირებას ასახავს. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ფარცხალაძის ინტერესების დამცველებმა მათთვის კამერების ჩანაწერების გადაცემა მოითხოვეს, თუმცა მათ ეს კადრები არ გადაეცათ:

”არსებობს თუ არა სხვა კადრები ჩემთვის უცნობია. არ მინდა მიკერძოებული ვიყო და რამე ვთქვა, ამიტომ რა დაინახეთ ამ კადრებიდან თითოეულმა თქვენგანმა ამას აქვს მნიშვნელობა. მე თუ მეკითხებით რა დავინახე – დავინახე ის, რომ ბატონი ლაშა თორდიას მხრიდან ხდება, ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა ოთარ ფარცხალაძის მიმართ. არის თუ არა სხვა კადრები, რომელიც ვითარებას სხვა რაკურსით აღწერდა, ამაზე პასუხი პირადად მე არ გამაჩნია, ვინდაიდან ჩემთვის უცნობია აქვს თუ არა საგამოძიებო ორგანოს ასეთი მასალა. ჩვენ ვითხოვდით კადრებს და არ გადმოგვეცა, თუმცა ამასობაში საგამოძიებო ორგანომ წარმოადგინა კადრები”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ახლა პროკურატურაში სიარულის დროა”- ელისაშვილი
შემდეგი სტატიააუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორამციის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო