ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და ნამქერები) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა