ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად დაშავებული 60 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მეორე, 53 წლის მამაკაცი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

„დაშავებულთაგან ერთი 53 წლის მამაკაცი, რომელიც რეფერალურ საავადმყოფოში მოვათავსეთ, საშუალოდ მძიმე მდგომარეობაშია, 60 წლის მამაკაცს კი, რომელიც ონკოლოგიურ ცენტრშია გადაყვანილი, თავის ტვინის დაზიანება აღენიშნება და მისი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც მძიმე“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცხრასართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან თუნუქის ფურცლების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა ორი მოქალაქე და დაზიანდა ორი ავტომანქანა.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიააჯამეთის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია