ახალი ტარიფი – დენი ძვირდება

ახალ წელს ქვეყნის მოსახლეობა დენის გაძვირებული ტარიფით შეხვდება. რამდენი თეთრით გაძვირდება ელექტროენერგია დაზუსტებით უცნობია, თუმცა ფასის მატებას ენერგო პრო ოფიციალურად ადასტურებს.

ეკონომიკური სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ მარეგულირებელი სამი წლის განმავლობაში ცდილობდა არსებული ტარიფის შენარჩუნებას, თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, მითუმეტეს, რომ არჩევნები დასრულდა და მოხდა ის, რაც ეკონომისტების თქმით, მოსალოდნელი იყო.

მათივე თქმით, დენის გაძვირება მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას განსაკუთრებით ახლა, როცა პანდემიის გამო ადამიანები შემოსავლების გარეშე დარჩნენ. ეკონომისტები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი მძიმე მდგომარეობა უნდა შეემსუბუქებინა ადამიანებისთვის იმ მილიარდებს, რომელიც ქვეყანამ დახმარების სახით მიიღო და ხელისუფლებამ გაფლანგა:

“როდესაც პანდემიის პერიოდში დახმარების გარეშეა დატოვებული 10 000 -მდე ადამიანი, ნიშნავს რომ ქვეყანაში გაჩნდება ოჯახები, რომლებიც ვეღარ გადაიხდიან გადასახადს, შესაბამისად სახლში აღარ ექნებათ დენი. სწორედ ამიტომ მოგვცა დონორმა ორგანიზაციებმა 10 მილიარდი რომ სოციალური პოლიტიკით გადაგვერჩინა ადამიანები, ამის მაგივრად მივიღეთ გაფლანგული მილიარდები და გაზრდილი სიაღარიბე”- ამბობს ირაკლი ყიფიანი.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ მკვახე განცხადებები ახალი არ არის
შემდეგი სტატიასერგეენკო – ვიმედოვნებ, ნაწილობრივ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება