გია ვოლსკი – ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ მკვახე განცხადებები ახალი არ არის

ოპოზიციაში ერთმანეთის მიმართ მკვახე განცხადებების კეთება ახალი არ არის, ამ განცხადებების სუსხი „ლელოს“ ჯერ არ უგემია, თუმცა ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული თითქმის ყველას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„უფრო მეტიც, არათუ მძიმე, არამედ ეთიკურ ზღვარს გადასული. ახლა „ლელოს“ მიმართ განცხადება გააკეთა ოქრუაშვილმა და ხვალ მის მიმართ განცხადებას ისინი გააკეთებენ, ეს ამ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მოხდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამისთვის ყველა უნდა მოემზადოს.

პოლიტიკურ შეხედულებებს აქვს მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უყურებს ესა თუ ის სუბიექტი თავისი ცხოვრების გაგრძელებას ქვეყანაში, რომელიც უამრავ პრობლემას არის დაპირისპირებული. მათი პოზიცია როგორ გამოიხატება, ამას საზოგადოება შეაფასებს. ასეა თუ ისე, 2024 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა მოხდეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამისთვის უნდა მოემზადოს ყველა“, – განაცხადა გია ვოლკსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ხოშტარია ცდილობს, იმიჯი გადაირჩინოს”
შემდეგი სტატიაახალი ტარიფი – დენი ძვირდება