ახალი საეკლესიო სკანდალი-დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა, – ტელეკომპანია „მთავარის“ ცნობით, შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.

სინოდის წევრებისათვის დაბალი რანგის სასულიერი პირის მხრიდან მეუფისათვის შეურაცხყოფა მიუღებელია. მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ ამ საკითხს სინოდის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ:

„რა თქმა უნდა, განვიხილავთ, როცა დადგება დღის წესრიგში“.

ფოთის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის თქმით, „ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სცილდება საზღვრებს, ქრისტიანული ეთიკის, კანონიკური ნორმების საზღვრებს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას“.

banner
წინა სტატიაშიმედლინ მუნმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის შესახებ ისაუბრა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვან გოგოზე თავდასხმის გამო გორში ახალგაზრდა კაცი დააკავეს