მედლინ მუნმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის შესახებ ისაუბრა

region
ავტ.: region ოქტომბერი 14, 2019 14:18

მედლინ მუნმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის შესახებ ისაუბრა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედლინ მუნმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 13 სექტემბერს ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, დათა ვანიშვილთან შეხვედრა გაიხსენა.

„მე ვესაუბრე ერთ-ერთ მოსახლეს, რომელიც ავადმყოფ ცოლთან ერთად ჩარჩა მავთულხლართების მიღმა და არ შეუძლია ოჯახის წევრების ნახვა, საკუთარი მიწის დამუშავება, რომელიც მავთულხლართების მეორე მხარესაა. ეს იყო ემოციური და მე პირობა დავდე, რომ ვისაუბრებდი ამაზე, ვისაუბრებდი არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე, არამედ იქ მცხოვრები ადამიანებისა და მათი უფლებების დარღვევების შესახებ“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

ამასთან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ორგანიზაციას „არალეგალური ოკუპაციის დაგმობის საამაყო წარსული აქვს“.

„საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისა და მათი ტერიტორიების არალეგალური ოკუპაციის დაგმობის საამაყო წარსული გვაქვს. თუმცა ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაჩვენეთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა. ჩვენ ეს 2017 წელს გავაკეთეთ თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიის გამართვით და ამას გავაკეთებთ მომავალ წელს, გაზაფხულის სესიის კიევში გამართვით.

მიმდინარე წელს მე ვიზიტით ვიმყოფებოდი როგორც თბილისში, ასევე კიევში, რათა მეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რათა უშუალოდ მენახა, თუ როგორ უმკლავდებიან საქართველო და უკრაინა რუსეთის პირდაპირ აგრესიას. სულ რაღაც ორი კვირის წინ, მე მოვინახულე სამხრეთ ოსეთის გარშემო აღმართული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი. მე ვიცი, რომ ბევრმა თქვენგანმა იგივე გააკეთა 2017 წელს ჩვენი სესიის დროს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გესმით, თუ რატომ ვგრძნობ თავს მორალურად ვალდებულად, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვისაუბრო იმაზე, თუ რა ვნახე იქ და რა ვიგრძენი. რუსეთს სურს, რომ ეს გამყოფი ხაზი გახდეს დადგენილი საზღვარი და ცდილობს, არალეგალურად დაყოს საქართველო. ამის გამო, რუსეთი პერიოდულად სწევს საზღვარს, არ აქცევს ყურადღებას იმ მოსახლეობას, რომელთა ოჯახები და საკუთრება იყოფა“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 14, 2019 14:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics