არასრულწლოვან გოგოზე თავდასხმის გამო გორში ახალგაზრდა კაცი დააკავეს

არასრულწლოვან გოგონაზე თავდასხმის გამო გორში ახალგაზრდა კაცი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული გოგონას სადარბაზოში სექსუალური ხასიათის ძალადობის მიზნით შეჰყვა, მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი დაიწყო. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალის ასეთ ფორმულირებას არ ეთანხმება ადვოკატი. ტანია რაზმაძე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულს არ იცნობდა და დღის პირველ საათზე, კარგად განათებულ სადარბაზოში გოგონას არა გაუპატიურების, არამედ სამკაულებისა და ტელეფონის წართმევის მიზნით შეჰყვა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, მიმდინარეობს და ისჯება 6 – დან 9 წლამდე პატიმრობით.

banner
წინა სტატიაშიახალი საეკლესიო სკანდალი-დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა
შემდეგი სტატიასოფო ქაცარავა – ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ამდენი ქვეყნის დელეგატის წინაშე ემოციურად ისაუბრა საქართველოს შესახებ