ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს

სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს. ამის შესახებ ოკუპირებული დაბის შესასვლელში მდებარე საგუშაგოზე დისლოცირებული რუსი სამხედროები მეორე დღეა ყველა გამვლელს აფრთხილებენ. ე.წ. მესაზღვრეების თქმით, გადაადგილების აკრძალვა 3 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათიდან იგეგმება.

ადგილობრივების ინფორმაციით, მესაზღვრეები მათ აფრთხილებენ,რომ მოძრაობა ,როგორც ფეხით ოსიარულეებისთვის,ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის აიკრძალება. მათი თქმით, მესაზღვრეები არ აკონკრეტებენ ,თუ რამდენი ხნით ჩაიკეტება შესასვლელი.

banner
წინა სტატიაში,,ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს”-დავით უსუფაშვილი
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა