მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

„2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.

განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე“, – წერს ბახტაძე.

როგორც მამუკა ბახტაძე წერს, იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

“მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს”, – წერს ბახტაძე.

banner
წინა სტატიაშიახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს
შემდეგი სტატია,,სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატო-სთან ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა”