,,ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს”-დავით უსუფაშვილი

,,ივანიშვილი საკუთარ საპარლამენტო უმრავლესობას ულტიმატუმს უყენებს – ან ისინი გახარიას მხარს დაუჭერენ და ამით ივანიშვილის თუნდაც ჩასაძირად განწირულ ნავს მიეჯაჭვებიან; ან ისინი გახარიას ჩააგდებენ და ამით პარლამენტს ვადამდე გამოეთხოვებიან.
ივანიშვილი, მისი აზრით, ოპონენტებსაც წაუგებელს ეთამაშება – ან გახარიას გაპრემიერებით პროცესების სუპერპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და სააკაშვილის აჩრდილს კიდევ ერთხელ დაამარცხებს; ან გახარიას ჩაგდებით ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს და არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიციას გონს მოსვლას არ აცდის.
ნიჭიერია ბიძინა, მაგრამ მხოლოდ სათავისოდ და არა საქვეყნოდ…”-აცხადებს დავით უსუფაშვილი

banner
წინა სტატიაშიდანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის ეროვნული სააგენტო ჩამოყალიბდება
შემდეგი სტატიაახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს