ახალგაზრდული ფრთის წევრები აგრძელებენ ,,კარდაკარი”-ს ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სოფლების სხვადასხვა უბნის ამომრჩევლებთან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 21, 2020 20:03

ახალგაზრდული ფრთის წევრები  აგრძელებენ   ,,კარდაკარი”-ს  ფარგლებში  ინდივიდუალურ  შეხვედრებს  მუნიციპალიტეტის  სოფლების  სხვადასხვა უბნის ამომრჩევლებთან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის აქტივის და ახალგაზრდული ფრთის წევრები აგრძელებენ ,,კარდაკარი”-ს ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სოფლების სხვადასხვა უბნის ამომრჩევლებთან. შეხვედრის ფარგლებში რიგდება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის როლანდ ფიფიას საარჩევნო- სააგიტაციო ბუკლეტები და გაზეთები. დღეს აქტივის და ახალგაზრდული ფრთის წევრები დიხამინჯიასა და საროდონაიოს უბნის ამომრჩევლებს შეხვდნენ. მიუხედავად, ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ განხორციელებული და გაკეთებული არაერთი ხისტი და უმსგასვო წინასაარჩევნო ქმედებისა, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ ეგუება არსებულ უთანასწორო მდგომარეობას, მზადაა ცვლილებებს მხარი დაუჭიროს და ხმა მისცეს ქვეყნის უკეთეს მომავალს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 21, 2020 20:03