ახალგაზრდა ქალმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში იმშობიარა

ახალგაზრდა ქალმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში იმშობიარა, ამის შესახებ ინფორმაციას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახური ავრცელებს. სასწრაფოს ექიმებმა ახალგაზრდა ქალი სასწრაფოს მანქანაში ამშობიაერეს, რის შემდეგადაც ისინი „უნიმედ-კახეთში“ გადაიყვანეს. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.
„დღევანდელი დილა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პირველი რაიონული სამსახურის ექიმებისთვის ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნება, რადგან მათ სასწრაფოს მანქანაში, ექსტრემალურ ვითარებაში მიიღეს მშობიარობა. დედა და პატარა გაბრიელი ახლა „უნიმედ-კახეთში“ იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.
ყველაფერი კი ერთ-ერთი მორიგი გამოძახებიდან დაიწყო. 0113 ბრიგადა ორხევში, ერთ-ერთ მისამართზე გავიდა. წინასწარი ინფორმაციით, ორსულ ახალგაზრდა ქალს მუცელი ტკიოდა. ადგილზე მისვლისთანავე ექიმებმა დაადგინეს, რომ პაციენტის ჰოსპიტალიზირება აუცილებელი იყო.
„მანქანის დაძვრისთანავე გოგონას მშობიარობა დაეწყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. მანქანა გავაჩერეთ და სამივემ ოპერატიულად ვიმოქმედეთ. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მძღოლი – დავით ივანეიშვილიც, რომელიც სამეანო პაკეტების აღებისთვის დროს არ გვაკარგინებდა და ყველა ჩვენს მითითებას ასრულებდა. ამ დროს ბავშვის მამაც მანქანაში იყო და დაბნეული გვადევნებდა თვალს. პატარას დაბადების შემდეგ ყველა საჭირო მანიპულაცია ჩავატარეთ. ჩვილი თბილად გავახვიეთ და ზუსტად 8 წუთში საავადმყოფოში ვიყავით“, – იხსენებს უფროსი ექიმი ნინო კვირიაშვილი.
მშობიარობიდან ორ საათში „უნიმედ-კახეთს“ ბრიგადის მეორე ექიმი – თამარ კობერიძე დაუკავშირდა და დედისა და პატარა გაბრიელის მდგომარეობა იკითხა. „ორივენი კარგად არიან. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ახლა დედა-შვილი საავადმყოფოს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან“, – ამბობს თამარი.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ულოცავს ახალგაზრდა ოჯახს ვაჟიშვილის დაბადებას!“-ნათქვამია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიე გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებებს თბილისის საქალაქო სასამართლო ცილისმწამებლურ კამპანიად აფასებს