შალვა ნათელაშვილი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაყალბებაზე საუბრობს და ამ ორ რეგიონში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. შალვა ნათელაშვილის თქმით, „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის გარიგება შედგა, რაზეც მიღებული ხმების რაოდენობა მოწმობს.

ლეიბორისტული პარტია ცესკო-ს ამ თემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„მე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თუ შერჩენიათ ოდნავ მაინც პატრიოტიზმის ნატამალი, ადამიანობის ელემენტები, შეიკრიბონ და თვითონ გააუქმონ არჩევნების შედეგები“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში ჩატარებულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ბენიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმამ შესაძლოა, ამომრჩევლებში დაბნეულობა გამოიწვიოს
შემდეგი სტატიაახალგაზრდა ქალმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში იმშობიარა