ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დანაწევრებული ნაწილები მდინარესთან – შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. დანაშაული ქალაქ კალიქსში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები ადგილობრივებმა მდინარის ნაპირზე აღმოაჩინეს. დაკავებულია ერთი პირი – სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქე. ის ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისი მტკიცებით, მკვლელობა მან თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, თუმცა რატომ იყო ცხედარი დანაწევრებული – ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს. შვედეთის პროკურატურამ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა. კომუნიკაცია ქვეყნის ძალოვან უწყებებს შორის “საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში” ხდება. მოკლულის ვინაობას სამართალდამცველები ამ დრომდე არ ახმაურებენ.

banner
წინა სტატიაში“ვერავინ ივარაუდებს რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას,” – წულუკიანი ჰააგის პროკურორზე საუბრობს, რომელმაც სესაძლოა ქართველი სამხედროების დაკავება მოითხოვოს
შემდეგი სტატია„გიორგი ჭანტურიას შეუგზავნეს აგენტი ციხეში” – ადვოკატი