“ვერავინ ივარაუდებს რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას,” – წულუკიანი ჰააგის პროკურორზე საუბრობს, რომელმაც სესაძლოა ქართველი სამხედროების დაკავება მოითხოვოს

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება – სკანდალური განცხადების შემდეგ, განმარტებას აკეთებს თეა წულუკიანი. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ რა აქვს დაგეგმილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და რა გამოძიება ჩაატარა უკვე ფატუ ბენსუდამ, არავინ იცის. აქედან გამომდინარე მისთვის გაუგებარია ოპოზიციის რეაგირება ამ საკითხზე და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რათა ქართული ჯარის ღირსება დაცული იყოს.

ორი დღის წინ თეა წულუკიანმა არ გამორიცხა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართოს.

“რა თქმა უნდა დღეს ვერავინ ივარაუდებს რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას, რა საგამოძიებო მოქდმედებები ჩაატარა, ეს მხოლოდ იცის მან და მისმა გამომძიებლებმა, ამიტომ ჩემთვის ყოვლად გაუგებარია “ნაციონალური მოძრაობის” ყიჟინი ამ თემაზე. მე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა რაც ვიცი, ვიცი ის, რომ საქართველოს “ქართული ოცნების” მთავრობა, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობისგან განსხვავებით, ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოვაძიებინოთ თუ ეს შეიძლება, მტკიცებულებების შეგროვებით შევძლოთ რომ ბენსუდამ დააყენოს რუსი სამხედროების და ასევე იმ ოსი მათი წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შესაძლოა ქართველების ეთნიკურ წმენდაში იყო ჩართული. დანარჩენი ყველაფერი, რასაც აკეთებს “ნაციონალური მოძრაობა,” ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტაცია,”-აცახადებს თეა წულუკიანი.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ანაკონდამ ვერ სძლია საკუთარ ბუნებას კუსა და მორიელის იგავის არ იყოს…
შემდეგი სტატიაახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დანაწევრებული ნაწილები მდინარესთან – შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს