„გიორგი ჭანტურიას შეუგზავნეს აგენტი ციხეში” – ადვოკატი

გენერლის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული აცხადებს, რომ საპატიმროში მას აგენტი მიუჩინეს – ეს განცხადება გიორგი ჭანტურიამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ეს პიროვნება ძალიან ხშირად ინტერესდება საქმის დეტალებით და საეჭვოდ იცის მომხდართან დაკავშირებული წვრილმანები.

ჭანტურიას ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად საკანში შესაძლოა, ადმინისტრაციის მიერ შეგზავნილი პირი იმყოფებოდეს.

„გიორგი ჭანტურიას შეუგზავნეს აგენტი ციხეში, რომელიც ამ საქმის ისეთ დეტალებს ეხება, რა დეტალებიც რეალურად საქმეშია და არანაირი შემხებლობა გარეშე პირს არ შეიძლება ჰქონდეს. პრევენციის სახით, უკვე სასამართლო ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ ამ ტიპის აგენტურული მუშაობა დაწყებულია ჭანტურიას წინააღმდეგ უკვე ციხეში,“ – განაცხადა გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დანაწევრებული ნაწილები მდინარესთან – შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
შემდეგი სტატიაგადაწყვეტილებას, რომ ხმის მიცემა ღამის 12:00 საათამდე გაგრძელდეს, გავასაჩივრებთ – გიგაური