ახალგაზრდა კაცის მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება

შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე მამაკაცის მკვლელობის მოტივად შურისძიება განიხილება.

„მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ. რ. გარდაცვლილი იპოვეს. მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება“, – აცხადებენ შსს-ში.

როგორც პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს, მკვლელობის მოტივად გამოძიება ამ ეტაპზე შურისძიებას განიხილავს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მამაკაცი მოკლული იპოვეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი აშშ-ში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე გოგი ხატოევის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება