გივი თარგამაძე გოგი ხატოევის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

"გამოფხიზლდი ოეეე"–გივი თარგამაძე“რაც შეეხება ვერაზე მომხდარ მკვლელობას: მოკლულია 1958 წელს დაბადებული გურამ ხატოევი, წარსულში კანონიერი ქურდი, შემდგომში, მათივე ტერმინოლოგიით, “გაჩერებული”. ბოლო დროს სამეზობლოში ჩიოდა, რომ ჰქონდა დავა უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და მოდავე მხარემ ჩაურია, ერთის მხრივ, ქურდული სამყაროს წარმომადგენლები, მეორეს მხრივ, პოლიციელები. მკვლელობა, როგორც ჩანს, მაყუჩიანი იარაღით განხორციელდა, ვინაიდან სროლის ხმა არავის არ გაუგია. მოკლული, წარმომავლობით, ჩემი ინფორმაციით, იეზიდია და არა ოსი, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, დღეს დღის განმავლობაში ზოგიერთების მიერ გაკეთებული მინიშნებები მოკლულის ეთნიკურ წარმომავლობაზე, განსაკუთრებით, დღევანდელ მდგომარეობაში,რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლოა”-წერს გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს, თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 1957 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გოგი ხატოევი გარდაცვლილი იპოვეს.ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა კაცის მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: მხოლოდ მწერი