ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი იყო

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი იყო.

ტრაგიკულ შემთხვევაზე გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ მისი თანამშრომლის ფოტო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

 

გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.

არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.

დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე. არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად.“ -წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს დილით ვარკეთილში მოხდა. გარდაცვლილია 30 წლის თ.ხ, რომელმაც ახლობლების გადმოცემით, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.

banner
წინა სტატიაში“გამოდით და გვითხარით როგორია მოქმედების წესი, რომელსაც ყველა დავემორჩილებით, ჭირსაც წაუღია პოლიტიკა, ხალხის ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე” – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე: დაინფიცირებული, დაცვის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად ასრულებდა სამუშაოს, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ