“გამოდით და გვითხარით როგორია მოქმედების წესი, რომელსაც ყველა დავემორჩილებით, ჭირსაც წაუღია პოლიტიკა, ხალხის ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე” – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მოახლოებულ ქრიტიანულ დღესასწაულებთან დაკავშირებით ხელისუფლების დუმილის ორ მიზეზს ასახელებს: 1) საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნები “ქართულმა ოცნებამ” შესაძლოა გაასაღოს ქრისტიანული სარწმუნოების, როგორც მორწმუნე მრევლის წინააღმდეგ საბრძოლველად და მეორე-თუ ეს ყველაფერი გამოიწვევს ეპიდაფეთქებას ხელი გაიშვირონ ეკლესიისკენ და მრევლის დაუდევრობას გადააბრალონ. ვაშაძის განცხადებით წარმოუდგენელი პოლიტიკური სიბინძურეა, როცა ასეთ დროს ხელისუფლება პოლიტიკური დივიდენდების მოძიებაზე ფიქრობს,ახორციელებს უპასუხსმგებლო ქმედებებს და ირჩევს პილატეს გზას
“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია, წინ დიდი ხუთშაბათია, წითელი პარასკევი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ამ დრომდე არ ვიცით რა არის ხელისუფლების გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამას შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ორი ახსნა ჰქონდეს. პირველი, რომ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნები “ქართულმა ოცნებამ” გაასაღოს ქრისტიანული სარწმუნოიების, როგორც მორწმუნე მრევლის წინააღმდეგ ბრძოლად და მეორე- ღმერთმა ნუ ქნას და თუ ეს ყველაფერი გამოიწვევს ეპიდაფეთქებას ხელი გაიშვირონ ეკლესიისკენ და მრევლის დაუდევრობას გადააბრალონ. მეგობრებო ეს დანაშაულია, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან. დანაშაულია პოლიტდივიდენდების მიღებაზე ფიქრი, ისევე როგორც ფინანსური დივიდენდების მიღებაზე ფიქრი ამ პირობებში და რაც მთავარია დანაშაულია გაჩუმება და დუმილი. ეს არის მართლაც წარმოუდგენელი პოლიტიკური სიბინძურე, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე. ჩვენ მიჩვეული ვართ “ქართული ოცნების” მხრიდან, რომ ისინი ატეხენ ამბავს ეკლესიასთან დაკავშირებით, ძირითადი მოქმედი პირები არიან, მერე განზე გაიწევიან და შემდეგ უკვე დაიწყება საზოგადოებაში დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით და უნდათ, რომ ხელი მოითბოთნ ამ ყველაფერით.საქართველო არის ეპიდ აფეთქების ზღვარზე და დაასრულეთ ეს პოლიტიკური სიბინძურე.დღევანდელი ციფრები მიუთითებს ახალი შემთხვევების ზრდას, ჩვენ ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში და ამ დროს დანაშაულია ჩვენი დუმილი. ეს არის პოლიტიკური სიბინძურე და მართლაც ენით აღუწერელი მდგომარეობა, რაც ქვეყანაში გვაქვს. თქვენ ეხლა ფიქრობთ პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე და არ ფიქრობთ ხალხის ჯანმრთელობაზე, არ ფიქრობთ იმ უმძიმეს ვითარებაზე რომელიც ქვეყანაში არის. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? ხალხნო ყოველი დაკარგული წამი, წუთი და საათი -ეს არის კიდევ ერთი დაკარგული საათი და წუთი ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით. დაანებეთ თავი პოლიტიკურ სიბინძურეს, არ შეიძლება ასე მოქმედება, არ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლო ქმედება, არ შეიძლება პილატეს გზის არჩევა, არ შეიძლება რომ ამ პირობებში ხელისუფლება იყოს ჩუმათ, არ შეიძლება რომ პოლიტიკურ დივიდენდებზე ფიქრობდეს ეხლა ხელისუფალი. ეს როგორ შეიძლება, როცა ხალხის ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე. კაცობრიობა ებრძვის ამ უმძიმეს დაავადებას. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?კიდევ ერთხელ მივმართავ პრემიერ გახარიას-აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა, გამოდით და გვითხარით როგორია მოქმედების წესი, რომელსაც ყველა დავემორჩილებით, არანაირი პოლიტიკური კრიტიკა და დისკუსია ამაზე არ იქნება, იმიტომ რომ ჭირსაც წაუღია პოლიტიკა, ხალხის ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ გთხოვთ და მოგიწოდებთ იყავით ძლიერები, აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა.დროა გამოხვიდეთ და კონკრეტულად გვითხრათ, დანაშაულია ის დუმილი ,რაც დღემდე არის. კაცმა არ იცის რამდენი პრობლემა შეგვიქმნა ამან, მაგრამ წინ კიდევ უფრო დიდი პრობლემები გველოდება თუ დაუყოვნებლი არ იქნება თქვენი მხრიდან გადაწყვეტილებები გამოცხადებული” – გიორგი ვაშაძე

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტს, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული სასულიერო პირის ოჯახის წევრია
შემდეგი სტატიაახალგაზრდა კაცი, რომელმაც დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი იყო