ანდრია ჯაღმაიძე: დაინფიცირებული, დაცვის კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად ასრულებდა სამუშაოს, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაცვის თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების საკითხს Facebook-ზე გამომეხმაურა. „ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია“, – წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

„ზოგადად საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია. დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი. დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა“, – წერს ჯაღმაიძე.

.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდა კაცი, რომელმაც დღეს დილით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნიკა გვარამიას დაცვის წევრი და მძღოლი იყო
შემდეგი სტატიაგურიის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 4 პირი „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დააკავა