ახალციხის გამგებლის ყოფილ მოადგილეს აღმკვეთ ღონისძიებად ქვეყნიდან გაუსვლელობა შეეფარდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, კარლენ მინასიანს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით ქვეყნიდან გაუსვლელობა შეუფარდა.

მინასიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მუხლით წაუყენა, რაც ფიზიკურ შეურაცხყოფას გულისხმობს.

შემთხვევა 20 აპრილს ახალციხეში, ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში მოხდა. კარლენ მინასიანმა ოფისის დირექტორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სცემა.

გამგებლის მოადგილემ თანამდებობა აღნიშნული შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ჩვენმა სამხედროებმა სახელმწიფოს შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს და ეს როლი გრძელდება