გიორგი მარგველაშვილი: თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას

აქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა. თარიღთან დაკავშირებით, ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მიმდინარე ღონისძიებაზე სამხედროებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა და იუბილე მიულოცა.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს თარიღს. 25 წლის წინ, როდესაც კიდევ ერთხელ გავხდით დამოუკიდებლები და დავიწყეთ ჩვენი სახელმწიფოს ხელახლა შენება, გადავდგით მთავარი და სწორი ნაბიჯი, დავიწყეთ ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნა. ეს ნაბიჯი განპირობებული იყო იმ ისტორიული ლოგიკით, რომელშიც ჩვენი სახელმწიფო 3 000 წლის განმავლობაში არსებობდა.

თქვენ აძლიერებთ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, გლობალურ სტაბილურობას და წინ სწევთ ჩვენს ქვეყანას. ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ სამსახურისთვის და მინდა თავი დავხარო იმ მებრძოლების წინაშე, რომლებიც დღეს აქ არ დგანან, მაგრამ მათი საქმე და მათი სულები აქ არიან და მომავალშიც იქნებიან. საქართველოს სახელმწიფო, თითოეული მოქალაქე, მადლობელია იმისთვის, რომ მათ შეუძლიათ იმუშაონ, იღვაწონ, ქვეყანა ააშენონ და წინ წაწიონ გამომდინარე იმ სამსახურიდან, რომელსაც თქვენ ეწევით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში(video) აშშ-ის არმიის ძირითადი საბრძოლო ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები საქართველოსკენ მოემართება
შემდეგი სტატიაახალციხის გამგებლის ყოფილ მოადგილეს აღმკვეთ ღონისძიებად ქვეყნიდან გაუსვლელობა შეეფარდა