დავით უსუფაშვილი: ჩვენმა სამხედროებმა სახელმწიფოს შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს და ეს როლი გრძელდება

ჩვენმა სამხედროებმა სახელმწიფოს შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს და ეს როლი გრძელდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძლების მისია არის შეუსრულებელი, მაგრამ ამისთვის ყველაფერი კეთდება.

„ჩვენ ჩვენი ჯარისკაცების იმედი გვაქვს და პატივს ვცემთ მათ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს შიერაღებული ძლების 25-ე წლისთავი პრაქტიკულად ახალი ქართული საზოგადოების დაბადების 25 წლისთავიც არის.

“გილოცავთ ყველას საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. ძალიან მნიშვნელოვანი წელია. ეს არის ახალი ქართული საზოგადოების დაბადების 25 წლისთავი. შეიარაღებულმა ძალებმა, ჩვენმა სამხედროებმა სახელმწიფოს შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს და ეს როლი გრძელდება. ამ დღეს ჩვენ სიამაყის განცდით აღვნიშნავთ, რადგან ვხედავთ წარმატებებს ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ოფიცრების. ამ დღეს აღვნიშნავთ იმ პრობლემით, რაც საქართველოს აქვს მოუგვარებელი. საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, შესაბამისად საქართველოს შეიარაღებული ძლების მისია არის შეუსრულებელი, მაგრამ ამისთვის ყველაფერი კეთდება. ჩვენ ჩვენი ჯარისკაცების იმედი გვაქვს და პატივს ვცემთ მათ“,-განცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალციხის გამგებლის ყოფილ მოადგილეს აღმკვეთ ღონისძიებად ქვეყნიდან გაუსვლელობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კამპანიის თარიღთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება