რა სახის შეზღუდვა დაუწესა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა?

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე ჟურნალისტებს „თვითშეზღუდვის კულტურისკენ“ მოუწოდებს. ასეთი განცხადება მან გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი თავისუფლება არ უნდა გამოიყენონ ისე, რომ სხვას „ზიანი მიაყენონ.“

„თვითშეზღუდვის კულტურით, ასეთ ცენზურას გიწესებთ თავისუფლებით სარგებლობის კულტურა. მე ამ ეთერში უნდა გავიმეორო მარტივი ჭეშმარიტება. თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. ეს ელემენტალურია. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, რომ დღეს ცივილიზებულ საზოგადოებაში თანამედროვე მოქალაქეს სჭირდება იმის შეხსენება რომ – ჩვენი თავისუფლება გამოვიყენოთ ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს,“ – აცხადებს ევა გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიახალ სასწავლო პროგრამაზე გადასვლამ დააშინა გალელი მოსწავლეები
შემდეგი სტატია“კომაროვი ხუთებზე მაქვს დამთავრებული”…