აკადემიას ახალი რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილე ჰყავს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის ბრძანებით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილის თანამდებობა, რამაზ კვარაცხელიამ დაიკავა.

აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ აკადემიის თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რამაზ კვარაცხელიას აკადემიის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-პროვოკაცია, რომელიც ,,ჩხოროწყუს,, მწვრთელს მოუწყვეს