ზუგდიდში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა

ზუგდიდში,სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქე გზაზე გადადიოდა. დაშავებული ქვეითი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  ოთხი საცხოვრებელი სახლი დააზიანა
შემდეგი სტატიააკადემიას ახალი რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილე ჰყავს