ექსკლუზივი-პროვოკაცია, რომელიც ,,ჩხოროწყუს,, მწვრთელს მოუწყვეს

,,თაიმერის,, წყაროს ინფორმაციით, მცირეწლოვანი გოგონების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი, წაყენებულ ბრალდებაში აბსოლიტურად უდანაშაულოა და მას პროვოკაცია მოუწყვეს…

ქსკ ,,ჩხოროწყუში,, მოთამაშე ერთ-ერთი გოგონას მშობელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ,,თაიმერთან,, ინტერვიუში გოგონების საქმესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო სკანდალური ინფორმაცია მოგვაწოდა…

-თქვენ იცით, როგორ მოხვდენ ეს გოგონები კლუბში?

-საინტერესო სწორედ ის გახლავთ, რომ ისინი კლუბის წევრები არ არიან. კი იძახის ერთ-ერთი ვიდეოზე, რომ გუნდიდან წავალო, მაგრამ ის ,,ჩხოროწყუს,, განაცხადში არასდროს ყოფილა. იმ ორი გოგოდან ერთ-ერთმა, თავად ისურვა აქ ვარჯიში და თამაში, რადგან ფეხბურთის თამაში უნდოდა და არსად არ თამაშობდა. ის თვითონ დაუკავშირდა კლუბს  და კლუბიც დათანხმდა. რადგან კლუბს სახსრები არ აქვს, მწვრთნელი, ბატონი ამირანი (დაპატიმრებული მწვრთნელის სახელია რედ.) დათახმდა იმას, რომ ჩამოსულიყო ეს გოგო, ევარჯიშა და მის სახლში ეცხოვრა… ამ გოგომ, იმერეთიდან კიდევ ერთი გოგონა ჩამოიყვანა, რომელიც ყველას დაქალად გააცნო და ითხოვა რომ მასთან დარჩენის უფლება მიეცათ, რადგან უცხო გარემოში დაქალთან ერთად ყოფილიყო. ამირანს რამე ცუდი რომ ჰქონოდა განზრახული მეორე გოგონას და ზედმეტ მოწმეს რატო დაიტოვებდა სახლში?! ორივე მიიღო როგორც საკუთარი შვილიშვილები ისე და საკუთარი ოჯახის წევრების მწირ ლუკმას უყოფდა. გუნდის გოგონებიც ეხმარებოდნენ და ხშირად აკითხავდნენ მათ. საინტერესო კიდევ ის გახლავთ, რომ ამ გოგონების, რომლებიც 15-16 წლისანი არიან, მშობლები ერთხელაც არ ჩამოსულან ამდენი ხნის მანძილზე, რომ ენახათ სად ცხოვრობდნენ მათი შვილები, რა გარემოში, რას ჭამდნენ და რას სვამდნენ და რითი იყვნენ დაკავებული. მათ არანაირი თანხა არ ჰქონდათ რომ საკუთარი თავი გამოეკვებათ… მართალი გითხრა, გვიკვირდა როგორ გამოუშვეს ასე უყურადღებოდ.

-ამირანი როგორი პიროვნებაა? მას შეეძლო რამე დაეშავებინა გოგონებისთვის?

– ამირანი ჩვენს შვილებს ისე ექცეოდა ყოველთვის, როგორც საკუთარ  შვილიშვილებს… ის 10 წელზე მეტია ჩხოროწყუში მცირეწლოვან გოგონებს ავარჯიშებს ფეხბურთში და 28 წელია რაც ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობს აქაურ სკოლაში. არასდროს არავის მსგავს რამეში არ შემჩნევია. ტურნირებზე როცა მიდიოდნენ გოგონები, მშობლებიდანაც აუცილებლად მიყვებოდა რამდენიმე, მაგრამ ამირანთან არასდროს არანაირი დარდი არ გვქონია. აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყავით რომ სიკეთის მეტ ცუდს არაფერს გაუკეთებდა ჩვენს ბავშვებს. ეს სამეგრელოა მოგეხსენებათ… პატარა რაიონში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და საკუთარი ქალიშვილების მიმართაც აქ ყველას განსაკუთრებულად აქვს გამახვილებული ყურადღება. მარტო მე კი არა, აქ ყველა დარწმუნებულია, რომ ამირანს პროვოკაცია მოუწყვეს ამ მაწანწალა ბავშვებმა და სიკვდილის პირას მიიყვანეს ღვაწლმოსილი ადამიანი.

-რატომ? რატომ უნდა მოეწყოთ მისთვის პროვოკაცია თუ ის სიკეთეს უკეთებდა?

– იმიტომ რომ ამირანმა ეს გოგონები უხერხულ სიტუაციაში ნახა საკუთარ სახლში და გადაწყვიტა რომ ის ,,დაქალად,, წოდებული, თავის სახლში უკან გაეშვა. რომ მიხვდნენ, ორივე ერთად ვერ დარჩებოდა, ამის მერე აუმხედრდნენ ამიანს და ამის მერე მოიფიქრეს, რომ მისთვის პროვოკაცია მოეწყოთ…  გამოუვიდათ კიდევაც, როდესაც ამირანი სახლში  მთვრალი მივიდა.

-თქვენ ამტკიცებთ, რომ იმ ვიდეოს გადაღების პროცესში, მწვრთნელი მთვრალი იყო?

– ეს ყველამ იცის. საერთოდ ამირანის ერთადერთი ცოდვა ის გახლავთ, რომ დალევა უყვარს და სიმთვრალეში  ხუმრობა და ბჟუტური.  ამირანს ვინც იცნობს, ყველა დაგიდასტურებთ, რომ იმ ვიდეოში ნასვამ მდგომარეობაში ლაპარაკობს რაღაცეებს.

-გოგონები ამბობენ, რომ ეს ერთხელ არ მომხდარა.. პერიოდულად ხდებოდა და ფულსაც კი სთავაზობდა მათ…

-სწორედ მანდ ,,დაიწვნენ,, ეს გოგონები… ჯერ ერთი, რომ ამირანს  ფული არა აქვს და 500 ლარს ვერავის მისცემდა ეს ყველამ იცის… და თვითონაც მშვენივრად იცოდნენ, რადგან მის ოჯახში ცხოვრობდნენ დიდხანს და რა სახსრების პატრონი იყო ორივემ იცოდა. მეორეც, თუ ეს ამდენხანს გრძელდებოდა, რატომ მანამდე არ წავიდნენ?! ამირანი ხომ არ წავიდოდა საკუთარი სახლიდან?  ვინ აკავებდათ? კონტრაქტი ჰქონდათ თუ ხელფასიანი სამსახურის დაკარგვა ეძნელებოდათ?! ან მშობლებს რატომ არ დაურეკეს, ტელეფონიო საპროვოკაციოდ ჰქონდათ და სახლში დასარეკად არ ვარგოდა?! ან გუნდში მოთამაშე გოგონებს რატომ არაფერი უთხრეს? აქედან რომ წავიდნენ მერე მთელს ქვეყანას თუ გააგებინებდნენ, აქ რომ იყვნენ მაშინ ერთი გოგოსთვის მაინც ეთქვათ რამე და მოწმეც ეყოლებოდათ და გულშემატკივარიც… ჩხოროწყუს გუნდში მოთამაშე ერთ გოგონას თუ მოძებნიან, ვინც მათ გვერდით დაუდგება და რამეს დაუდასტურებს?

-თუ ამირანს არანაირი დანაშაული არ მიუძღვის, რატომ სცადა მიმალვა?

– არა. მას მიმალვა არ უცდია. ან სად უნდა დამალულიყო? უბრალოდ როდესაც ინფორმაცია გავიდა ეთერში, მასზე ამან ძალიან იმოქმედა და სახლიდან წავიდა, რომ ჟურნალისტებისთვის აერიდებინა თავი. გაქცევით არ გაქცეულა და არც დამალულა… სხვაგან იყო და როდესაც საქმე აღძრეს, პოლიციისთვის მისი ადგილსამყოფელი მაშინათვე ცნობილი გახდა.

-თქვენ როგორ ფიქრობთ… მწვრთნელს რა ბედი ელის?

დიდი უსამართლობა იქნება თუ ამირანს მიუსჯიან იმის გამო, რომ ორ მაწანწალა გოგოს სახლის კარი გაუღო, ლუკმა გაუყო და საკუთარი ოჯახის წევრებივით ექცეოდა. ჩხოროწყუში არავინ არასდროს დაიჯერებს, რომ ამირანი გარყვნილი კაცია. ის პატარა ბიჭი არ არის.. ის აქ დაბერდა და ჩვენს შვილებს ასწავლიდა. არასდროს ბავშვებისთვის არ დაუშავებია რამე.

,,თაიმერი,, დაინტერესდა მართლა იყვნენ თუ არა ჩხოროწყუელი მწვრთნელის სახლში შეკედლებული გოგონები ამ ქალაქის კლუბის ფეხბურთელები და გაარკვია, რომ საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე კარგა ხნის დაწყებულია… გუნდებმა 3 ტური უკვე ითამაშეს… ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ჩხოროწყუს,, განაცხადში, რომელიც კლუბმა ფედერაციას ჩემპიონატის დაწყებამდე წარუდგინა, სკანდალში გახვეული და დაზარალებულად მიჩნეულის გოგონა მითითებული არ არის. აღნიშნული ინფორმაცია ,,თაიმერთან,, დაადასტურა ფეხბურთის ფედერაციის ქალთა ფეხბურთის ხელმძღვანელმა ნინო სორდიამაც…. ,,ეს დაზარალებული გოგონა ,,ჩხოროწყუს,, განაცხადში არ არი. რაც შეეხება ,,ჩხოროწყუს,, ბრალდებულ მწვრთნელს, მე მას დიდი ხანია ვიცნობ. ადრე, დიდი ხნის განმავლობაში მცირეწლოვანები გოგონები დაჰყავდა ,,კოკა-კოლას,, ტურნირზე. ბოლო ორი წელი კი საქართველოს ჩემპიონატზე გამოჰყავდა ჩხოროწყუს გუნდი. გოგონების გუნდს, როდესაც არასრულწლოვანებზეა საუბარი, ყოველთვის თან დაჰყვება მშობლების ჯგუფი, რომელთაც ვეკონტაქტები ხოლმე. არასოდეს ბატონ ამირანზე ცუდი არ გამიგია არაფერი და ვერ გეტყვით რა მოხდა,,- განაცხადა ნინო სორდიამ.

მიუხედავად ინფორმაციების კონტრასტულობისა, მცირეწლოვანი გოგონების საქმეში, რატომღაც მედია ,,მოძალადე მწვრთნელის,, იმიჯით უფრო დაინტერესებულია, ვიდრე იმ ორი მოზარდი გოგონას რეალური სახით, რომლებიც წესით სკოლაში უნდა ყოფილიყვნენ საკუთარი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ რატომღაც 5 რაიონის მიღმა აღმოჩნდნენ, ისე რომ დაზარალებული არც ფეხბურთელები ყოფილა და არც კლუბის წევრები… სამაგიეროდ შესძლო, რომ გულღია მასპინძელი მწვრთნელი ჩაესვა ციხეში, სამარცხვინო ბრალდებით.

 

 

 

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

 

banner
წინა სტატიაშიაკადემიას ახალი რექტორის სამოქალაქო სტატუსის მქონე მოადგილე ჰყავს
შემდეგი სტატიაგერმანია ოთხმა რუსმა დიპლომატმა დატოვა