„აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“, ეს არის პირველი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 2, 2020 16:03

„აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“, ეს არის პირველი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა

პირველი, რაც მათი სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა არის – „აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დევიზს არ ცვლის, იაროს იმ სვლით, როგორც მიდიოდნენ ცხრა წლის განმავლობაში. ამის სიმბოლური გამოხატულებაა ცნობილი სიმღერის შემსრულებელი, რომელიც ჩასმულია სიაში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის პირველი ნომერიც მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა.

ოხანაშვილის შეფასებით, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რამდენად უშინაარსო და უსაგნო საარჩევნო კამპანიას წარმართავს „ნაციონალური მოძრაობა“.

„შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა ჯგუფთან გვაქვს საქმე, რამდენად არაფრისმომცემი, უშინაარსო და უსაგნო საარჩევნო კამპანიას წარმართავენ ისინი. რაც მთავარია, ძალადობა და პროვოკაციები მათი მთავარი დღის წესრიგია. მათი სიის პირველი ნომერი გამოხატავს ზუსტად იმას, რომ როგორც მართეს ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში. მათ სურთ, იმავე ხელწერით შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაუვათ, თუმცა, ამას „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ 2012 ში და ამის შემდგომ არაერთგზის დაუსვა წერტილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 2, 2020 16:03