დეგნანი: გულდასაწყვეტია ის ინციდენტები, რომლებიც წინასაარჩევნოდ ხდება საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნან ამბობს, რომ ინციდენტები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება წინასაარჩევნოდ, ლახავს საქართველოს რეპუტაციას და დემოკრატიულ არჩევნებში ძალადობა მისაღები არაა.

“ძალიან გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელ საქართველო ხდება. მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების, იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აკონტროლებენ იმას, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების გარეშე არ დარჩეს.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არცერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები. ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა, ისევე, როგორც მიუღებელია დაშინების ფაქტები. ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს.” – ამბობს დეგნანი.

შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, მარნეულში, მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მიმდინარეობდა. საღამოს ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა, როცა ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით თავს დაესხნენ მთავარი არხის გადამღები ჯგუფის ორ ჟურნალისტსა და ორ ოპერატორს, სცემეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო, როგორც ენმ-ს წევრებზე თავდასხმის, ისე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე.

banner
წინა სტატიაშიტრაგედია ქობულეთში: მე-4 კლასელი ბავშვი გარდაცვლილი ნახეს – რას ყვებიან მეზობლები?
შემდეგი სტატია„აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება“, ეს არის პირველი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა